თბილისში რამდენიმე ლოკაციიდან მარში „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ მიმდინარეობს
მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა.
აქციის - „თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს” მონაწილეებს მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში შეუერთდა. შესაბამიის ლოზუნგით აქცია მიმდინარეობს თსუ-ს პირველ კორპუსთანაც.
პარალელურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ, რომელიც გალაკტიონის ხიდთან სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე მარშს შეუერთდება.
პროტესტის მონაწილეები ერთობლივი მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ, სადაც უკვე 65-ე დღეა, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.