Jump to content
Planeta.Ge

რუსეთმა უკრაინის ქალაქ სუმიში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე იერიში მიიტანა, დაიღუპა ცხრა და დაშავდა 13 ადამიანი


რუსეთმა უკრაინის ქალაქ სუმიში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე იერიში მიიტანა.

მედიის ცნობით, შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა.

ამასთან, უკრაინის სამხედროების ინფორმაციით, რუსეთმა ღამის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით 81 დრონი გაუშვა, რის შედეგადაც ქვეყნის მასშტაბით საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. უკრაინის საჰაერო ძალებმა 37 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება მოახერხეს.

1ტვ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...