აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - არ არსებობს უფრო დიდი მხარდაჭერა, ვიდრე სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერაა
საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენამ 1991 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირს უდიდესი გავლენა ჰქონდა, უზრუნველყო ამ სამი ქვეყნის სუვერენიტეტი და უფლება, გაატარონ საგარეო პოლიტიკის საკუთარი ინტერესები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მთავარმა მოადგილემ, ვედანტ პატელმა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ვედანტ პატელმა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ აშშ მოუწოდებს მხარეებს გამართონ შეხვედრა ნებისმიერ ფორმატში.
„ჩვენ ორივე ქვეყნის ლიდერებს მოვუწოდეთ, შეხვდნენ ნებისმიერ ფორმატში, რომელიც მათთვის სასარგებლო იქნება. ჩვენი მოსაზრებაა, რომ ამ საკითხის მოგვარებისთვის და ხანგრძლივ მშვიდობის მიღწევისთვის პირდაპირი დიალოგი უმნიშვნელოვანესია. არ არსებობს უფრო დიდი მხარდაჭერა, ვიდრე აშშ-ის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ. საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენამ 1991 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირს უდიდესი გავლენა ჰქონდა, უზრუნველყო ამ სამი ქვეყნის სუვერენიტეტი და უფლება, გაატარონ საგარეო პოლიტიკის საკუთარი ინტერესები“, - განაცხადა პატელმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.