„ვიზიტი არ უნდა იქნას განხილული, როგორც ლეგიტიმაცია" | ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაცია საქართველოში ჩამოდის
3-4 თებერვალს საქართველოში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის საპრეზიდენტო დელეგაცია ჩამოდის.
როგორც კონგრესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეს ვიზიტი „არ უნდა იქნას განხილული როგორც ლეგიტიმაცია და მხარეთა შეხედულებების პოლიტიკური მხარდაჭერა”.
პრესრელიზის მიხედვით, მისიის მიზანია, არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე მდგარი გამოწვევების შეფასება, განსაკუთრებით მომავალი ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში.
„ეს ვიზიტი არ უნდა იქნას განხილული როგორც ლეგიტიმაცია და მხარეთა შეხედულებების პოლიტიკური მხარდაჭერა.
კონგრესის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიას მოსაზრების მომზადება სთხოვა, რადგან ამ ცვლილებებმა, შესაძლოა, პროპორციული სისტემის შესუსტებას და მუნიციპალიტეტების საკრებულოებში უმრავლესობის გაძლიერებას შეუწყოს ხელი.
დელეგაცია კონგრესის პრეზიდენტ მარკ კულსის, რეგიონების პალატის პრეზიდენტ სესილია დალმან-ეეკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პალატის პრეზიდენტ ბერნდ ვოჰრინგერის შემადგენლობით, შეხვედრებს გამართავს საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიასთან. დელეგაციასთან ერთად იქნება კონგრესის გენერალური მდივანი მეთიუ მორი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.