ირაკლი ხახუბიას საცხოვრებელ სახლში სამართალდამცავები მუშაობენ - დეპუტატის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს
დეპუტატ ირაკლი ხახუბიას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. დეპუტატის სახლი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
ხახუბიას საცხოვრებელ სახლში მიდიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, მათ შორის ადგილზე იმყოფება პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი დილით, ოჯახის წევრებმა იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ცნობით, ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.