აშშ-ში თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 64 ადამიანი იმყოფებოდა, ვერტმფრენს შეეჯახა
ვაშინგტონში, American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა, ორივე მდინარე პოტომაკში ჩავარდა.
თვითმფრინავში 60 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა, ხოლო სამხედრო ვერტმფრენზე – აშშ-ის არმიის სამი ჯარისკაცი.
პოლიციამ CBS News-ს განუცხადა, რომ 18 ცხედარი იპოვეს, მაგრამ მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არის.
შეჯახება მოხდა რეიგანის ვაშინგტონის ეროვნულ აეროპორტში ასაფრენ ბილიკთან მიახლოებისას, ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე.
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მას ეცნობა „საშინელი უბედური შემთხვევის“ შესახებ და მადლობა გადაუხადა სასწრაფო დახმარების მუშაკებს „წარმოუდგენელი მუშაობისთვის“
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.