პენიტენციური მზია ამაღლობელის ჯანმრთელობაზე პირველ კომენტარს აკეთებს
პენიტენციური სამსახური პოლიტპატიმარი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის, მალხაზ ურთქმელიძის თქმით, ამ ეტაპზე მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ბრალდებულის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა მიმდინარეობს პენიტენციურ სისტემაში დამტკიცებული მოშიმშილე ბრალდებულის/ მსჯავრდებულის მართვის პროტოკოლის შესაბამისად, რაც გულისხმობს სასიცოცხლო მაჩვენებლების ყოველდღიურ მონიტორინგს, დინამიკაში ლაბორატიული კვლევების ჩატარებას და საჭირო სპეციალისტების კონსულტაციებს.
28 იანვარს ჩაუტარდა ე.წ. გაფართოებული ლაბორატური კვლევა. ამ ეტაპზე მიღებული ნაწილი კვლევების მონაცემები ნორმის ფარგლებში. ხვალ ჩატარდება კიდევ სხვა კვლევები. დაგეგმილია ინსტრუმენტული კვლევებიც.
ამჟამად მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია…
…ბრალდებულ მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის და მომავალშიც გაგრძელდება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურების გაწევით”, – ამბობს ის.
დამოუკიდებელი მედიის „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 18 დღეა შიმშილობს. ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს დააკავეს. დაკავების დროიდან ის მხოლოდ წყალს იღებს.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.