ეუთოს წარმომადგენელი - მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ - ძალადობრივი თავდასხმების ფაქტები უნდა გამოიძიონ და ჩამდენებმა პასუხი აგონ
ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ, საქართველოს მთავრობამ უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, ვინც უკანონოდ იქნა დაპატიმრებული ან დაკავებული, - ამის შესახებ განცხადებას მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი, ტერეზა რიბეირო ავრცელებს.
„ჟურნალისტი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდ შეშფოთებას იწვევს. ვიმეორებ, რომ საქართველოს მთავრობამ უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, ვინც უკანონოდ იქნა დაპატიმრებული ან დაკავებული.
დემონსტრაციებზე მომუშავე ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების ფაქტები უნდა გამოიძიონ და ჩამდენებმა პასუხი აგონ „ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ“ 3/18 მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად“, - წერს რიბეირო.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.