Jump to content
Planeta.Ge

გავრცელებული ინფორმაციით, რიყის პარკში არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა


ტვ პირველის“ ცნობით, რიყის პარკში არასრულწლოვანი, 16 წლის ბიჭი ღია თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. მედია ამბობს, რომ მის გადარჩენას მეგობრები ცდილობდნენ, თუმცა ბიჭის ამოყვანა ვერ შეძლეს. თხრილი, სავარაუდოდ, წყლით იყო სავსე.

„ტვ პირველის“ ცნობით შემთხვევა შაბათს მოხდა. გავრცელებული კადრების მიხედვით, რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...