Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გახარია - მინდა ვთხოვო, როგორც რიგითმა მოქალაქემ მზია ამაღლობელს, შეწყვიტოს შიმშილობა, ის ჯანმრთელი გვჭირდება


"ჩემს თავდასხმაზე საუბრის არანაირი სურვილი და მორალური უფლება არ მაქვს, მაშინ, როდესაც მზია ამაღლობელი 17 დღეა შიმშილობს, ბათუმში დაკავებული ცნობილი მედროშე 12 დღეა შიმშილობს, აფხაზეთიდან დევნილი თავს იწვავს,  აქციის მონაწილე ამდენი ნაცემი ახალგაზრდა გვყავს.  ჩემს შემთხვევაში, 1 კაცის ახირება იყო, რომ სხვებზე გადაეტანა შიში. მე მივხედავ ამას. საერთოდ არ მაინტერესებს შემსრულებლები, მაინტერესებს დამკვეთი იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ადამიანს აღარ ჰქონდეს საშუალება იძალადოს ხალხზე. ინდივიდუალური ტრაგედიები განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას. მორალს მიღმაა, რაც ახლა მზია ამაღლობელის თავს ხდება. ძალადობენ ქალზე, ჟურნალისტზე, რომელსაც ყველა ხელისუფლების პიურობებში სიმართლის თქმის არ ეშინოდა. მინდა ვთხოვო, როგორც რიგითმა მოქალაქემ მზია ამაღლობელს, შეწყვიტოს შიმშილობა, ის ჯანმრთელი გვჭირდება. ამ ველურებს მაინც ვერაფერს გავაგებინებთ, მათ მხოლოდ იმ ენაზე უნდა ვესაუბროთ, რომელიც ესმით."

გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე გადაცემაში "რეაქცია".

ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1337563963946598

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...