2024 წლის იანვარ-თებერვალში, სექსუალური ხასიათის დანაშაულის ფაქტებზე დაზარალებულად 24 ბავშვი ცნეს - "ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიში
ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში კვლავ ერთ-ერთ პრობლემად რჩება. "ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშში, ბავშვთა უფლებების შესახებ ნათქვამია, რომ 2024 წლის იანვარ-თებერვალში, სექსუალური ხასიათის დანაშაულის ფაქტებზე პროკურატურამ დაზარალებულად 24 ბავშვი ცნო.
ამასტან ორგანიზაცია წერს, რომ ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს .
"წინა წლის მსგავსად კვლავ პრობლემად რჩება ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, ფიზიკური დასჯის მეთოდების არსებობა. ხოლო, სწრაფი და ეფექტური გამოძიება გამოწვევას წარმოადგენს. მარტო 2024 წლის იანვარ-თებერვალში, სექსუალური ხასიათის დანაშაულის ფაქტებზე პროკურატურამ დაზარალებულად ცნო 24 ბავშვი. ამასთან, ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს.
სექსუალური ძალადობა 2024 წელსაც ოჯახის წევრების მიერ იყო ჩადენილი, მაგალითად, კახეთში 14 წლის გოგო მამიდის ქმარმა, 40 წლამდე კაცმა გააუპატიურა; დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში კი მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა იმშობიარა, მისი გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ მოზარდის მამა დააკავა. მშობიარობის შემდეგ მოზარდმა თქვა, რომ მასზე მამა ორი წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა და მას ემუქრებოდა."- ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიში სრულად, შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ტვ პირველი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.