დევნილთა ნახევარი სათანადო საცხოვრისის გარეშე რჩება – SJC
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, დევნილი ადამიანის მხრიდან თავის დაწვის შემთხვევის გამო, მოუწოდა სახელმწიფო უწყებებს, “გასცენ პასუხი დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს და წუხილებს”.
“ბოლო დღეებში, დევნილთა თემში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ განმცხადებლების უმრავლესობა რჩება საცხოვრისის გარეშე, მაშინ როდესაც ისინი 30 წელზე მეტია ელოდებიან გრძელვადიან საცხოვრებელს და მათ სახელმწიფოს მხრიდან უარის რამდენიმე ციკლი უკვე გაიარეს. ამიტომ მაღალია ფრუსტრაცია, უნდობლობა და უიმედობა ამ პროცესის მიმართ.
სამწუხაროდ, ამ დრომდე შესაბამის სახელმწიფო უწყებებს განმარტება არც მომხდარი უმძიმესი ინციდენტისა და არც გრძელვადიანად განსახლებასთან დაკავშირებული კითხვების და წუხილების შესახებ, არ გაუკეთებია.
ბოლო ოფიციალური მონაცემით, საქართველოში 295 872 იძულებით გადაადგილებული პირი და 95 308 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული. მათგან, 54 862 ოჯახი გრძელვადიანად არის განსახლებული, ხოლო 51 845 ოჯახი კვლავ გრძელვადიანი განსახლების სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მოლოდინის რეჟიმში რჩება. გარდა ამისა, 2023 წლის ბოლო მონაცემებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ 29 ობიექტში ჯერ კიდევ ცხოვრობს 500-ზე მეტი დევნილი ოჯახი,” – ნათქვამია განცხადებაში.
ცენტრის ინფორმაციით, ბოლო დღეების მანძილზე, დევნილთა თემში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ განმცხადებლების უმრავლესობა საცხოვრისის გარეშე რჩება, მაშინ როდესაც ისინი “30 წელზე მეტია ელოდებიან გრძელვადიან საცხოვრებელს და მათ სახელმწიფოს მხრიდან უარის რამდენიმე ციკლი უკვე გაიარეს”. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფაქტიდან გამომდინარე, მაღალია ფრუსტრაცია, უნდობლობა და უიმედობა ამ პროცესის მიმართ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ დრომდე შესაბამის სახელმწიფო უწყებებს განმარტება არ ყოფილა არც მომხდარი ინციდენტისადმი და არც გრძელვადიანად განსახლებასთან დაკავშირებული კითხვების შესახებ.
“ბოლო ოფიციალური მონაცემით, საქართველოში 295 872 იძულებით გადაადგილებული პირი და 95 308 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული. მათგან, 54 862 ოჯახი გრძელვადიანად არის განსახლებული, ხოლო 51 845 ოჯახი კვლავ გრძელვადიანი განსახლების სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მოლოდინის რეჟიმში რჩება. გარდა ამისა, 2023 წლის ბოლო მონაცემებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ 29 ობიექტში ჯერ კიდევ ცხოვრობს 500-ზე მეტი დევნილი ოჯახი,” – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დევნილების უფლებრივი და სოციალური საკითხები ხელისუფლების მხრიდან მუდმივად იყო განსაზღვრული საცხოვრისის უფლებით და მის მიღმა დევნილების სოციალური მხარდაჭერის და მათი ინტეგრაციის პოლიტიკა უკიდურესად სუსტი და ფრაგმენტულია. აღნიშნულია ისიც, რომ დევნილები არ იღებენ მონაწილეობას მათთვის მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების გადაწყვეტის პროცესშიც კი, რადგან არ არსებობს შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმები და არც საკანონმდებლო ჩარჩო.
“დევნილების ამგვარი გარიყულობა იმაშიც ვლინდება, რომ 2022 წელს საცხოვრისთან დაკავშირებული პოლიტიკა და კანონმდებლობა, ხელისუფლებამ მათთან კონსულტაციის გარეშე, დაჩქარებული წესით განიხილა და პრაქტიკულად გააუარესა დევნილების საცხოვრებელზე უფლების რეალიზების შესაძლებლობები და ამგვარი ვალდებულება მხოლოდ 2023 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილი პირების მიმართ დაიტოვა.
დევნილთა სააგენტოს ეზოში დევნილი მამაკაცის მხრიდან გამოხატული პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა არ არის ერთადერთი შემთხვევა. 2022 წელს დევნილთა სანატორიუმიდან 52 წლის დევნილი მამაკაცი გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკლვლეობით დაასრულა, იმ ფონზე, როცა ამ სანატორიუმიდან განსახლებას დევნილები წლების მანძილზე ითხოვდნენ, რადგან შენობა სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ მდგომარეობაში იყო,” – წერია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სათანადო საცხოვრებელი დევნილებისთვის წარმოადგენს მათი ფიზიკური და სოციალური უსაფრთხოების, უფლებების და ღირსების დაცვის ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხს. ნათქვამია, რომ საქართველოში “შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებიდან 32 წლის შემდეგაც დევნილთა თითქმის ნახევარი არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებლით,” რაც თემში სიღარიბის, სოციალური მოწყვლადობისა და გარიყულობის მძიმე კვალს ტოვებს.
“დევნილები მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას წლების მანძილზე ელიან ხელისუფლებისგან და რადგან სახელმწიფომ მათ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის პრაქტიკული მექანიზმები აღარ დაუტოვა, ისინი, სამწუხაროდ, ამგვარი რადიკალური გზებით, მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხარჯზე ცდილობენ საზოგადოების და ხელისუფლების ყურადღების მიქცევას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გამოაქვეყნოს ინფორმაცია მომხდარის შესახებ და გამართოს დევნილ თემთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან საჯარო შეხვედრები, სადაც გაეცემა პასუხი იმ კითხვებს, რომელიც განსახლების გეგმებთან, გრაფიკთან და რესურსებთან დაკავშირებით არსებობს,” – ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.
27 იანვარს, დევნილთა სააგენტოს ეზოში შუახნის მამაკაცმა თვითმკვლელობა თავის დაწვით სცადა. მას სხეულის 60% მეტი აქვს დამწვარი და ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.