ბოლო ორი თვის განმავლობაში, ივანიშვილმა ძალადობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებად აქცია - გახარია
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია მასზე განხორციელებულ თავდასხმას წინასწარ ორგანიზებულს უწოდებს და ამბობს, რომ ივანიშვილის დაკვეთით, ჩასაფრებულმა ხალხმა შეასრულა.
გახარია აცხადებს, რომ “ეს იყო ერთი კაცის ახირება, რომ სხვებზე შიში გადაეტანა“, თუმცა, მისთვის საინტერესო არაა შემსრულებლები, მისთვის მთავარია დამკვეთი.
“ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლება, რომელსაც რეპრესიული ძალადობის გარდა სხვა არგუმენტები არ დარჩა“ - ამბობს გახარია გადაცემა “რეაქციაში“ და გამოცემა “ბათუმელების“ რედაქტორის დაკავების ფაქტზეც საუბრობს.
გახარია მზია ამაღლობელს თხოვნით მიმართავს, შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან “ამ ენით მათ მაინც ვერფაერს გააგებინებს“.
ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, ივანიშვილის დაკვეთით შესრულებული, ჩასაფრებული ხალხის, თუმცა, ამაზე საუბრის მორალური უფლება და სურვილი არ მაქვს. ეს იყო ერთი კაცის ახირება, რომ სხვებზე შიში გადაეტანა.
ამ ყველაფერს მე თვითონ მივხედავ, არა მაინტერესებს შემსრულებლები ამ თავდასხმის, მე მაინტერესებს დამკვეთი, რათა, ერთხელ და სამუდამოდ ამ დამიანს არ ჰქონდეს შესაძლებლობა, იძალადოს ქართველ ხალხზე და ჩვენს სახელმწიფოზე.
ეს არის აგნოაში მყოფი ხელისუფლება, რომელსაც რეპრესიული ძალადობის გარდა სხვა არგუმენტები არ დარჩა, ძალადობს ქალზე, ჟურნალისტზე. მე მინდა ვთხოვო მზია მაღლობელს, როგორც ერთმა, რიგითმა საქართველოს მოქალაქემ შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ამ ველურებს მაინც ვერაფერს გავაგებინებთ. მათ სხვა ენაზე ვესაუბროთ და ეს უნდა გავაკეთოთ ერთად.
ბოლო ორი თვის განმავლობაში, ივანიშვილმა ბიძინამ ძალადობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებად აქცია და ხვალ რა მოხდება, ეს არავინ იცის.
მე რა მორალური უფლება მაქვს, ან როგორ უნდა ვილაპარაკო ჩემზე მაშინ, როცა ამდენი ადამიანი შემთხვევით გადარჩა. ერთადერთი, რაზედაც შემიძლია ვილაპარაკო არის, რომ იქ ვიღაც ჩემ შეჩერებას და დაშინებას ცდილობდა, მაგრამ მეტყობა მე რამე შეშინების?“, - განაცხადა გახარიამ.
ტვ პირველი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.