ბათუმში დეკანსა და 3 სტუდენტს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს
„ბათუმელების” ცნობით, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანსა და 3 სტუდენტს პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ – ანრი კაკაბაძე პატიმრობაში რჩება.
ბრალდებულები დარბაზიდან გათავისუფლდნენ. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა პროკურორმა საქმეში დაზარალებულის მოთხოვნით დააყენა.
9 დეკემბერს სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი: გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე და ანდრო კაკაბაძე სისხლის სამართლის კოდექსით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დააკავეს.
ხუთივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.