Jump to content
Planeta.Ge

მოვუწოდებ 53 პოლიტპატიმრის გათავისუფლებისკენ, რომელთაგან 1 ჟურნალისტი უკვე 16 დღეა შიმშილობს – ბულაი


იულიან ბულაი, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი იყო, აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას 53 პოლიტპატიმარი ჰყავს, მათ შორის კი ერთ-ერთი ჟურნალისტი მზია ამაღლობელია, რომელიც შიმშილობს.

მან „ოცნების“ ხელისუფლებას ყველა მათგანის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ მან PACE-ს ზამთრის სესიაზე განაცხადა, სადაც საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ მოხსენება წარმოადგინა.

იულიან ბულაიმ არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა, მათ შორის „ქართული ოცნების“ მიერ ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირებიდან გადახვევაზე – ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე.

როგორც იულიან ბულაი აცხადებს,  ყველაფერი, რაც საქართველოში ნოემბრის შემდეგ მოხდა, ბევრ კითხვას აჩენს ამ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.

„არჩევნების შემდგომი მდგომარეობა საქართველოში ძალიან შემაშფოთებელია. ქვეყანა ავტოკრატიისკენ მიდის და ამ არჩევნების შემდეგ ვითარება არ უმჯობესდება. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა ორი მოწოდების გასაკეთებლად: პირველი არის საქართველოში მყოფი 53 პოლიტპატიმარის გათავისუფლება, რომელთაგან ერთი ჟურნალისტი უკვე 16 დღეა შიმშილობს; მეორე – ყველაფერი, რაც ნოემბრის შემდეგ მოხდა, [საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე] ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ,  ბევრ კითხვას აჩენს ამ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და გზას უხსნის ამ ასამბლეას და პალატას, რომ წაახალისოს საქართველოს ხელისუფლება, ყველა ძალასთან ერთად დიალოგით იმუშაოს ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ მთავრობას უფრო მეტი ლეგიტიმაცია ჰქონდეს და პარლამენტი ფუნქციონირებდეს, ასევე, დეპუტატებს, რომლებიც აქ არიან ორივე ძალიდან, მათ შორის ოპოზიციიდან“,- განაცხადა იულიან ბულაიმ.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...