Jump to content
Planeta.Ge

გორელი აქტივისტი, ვახო ფიცხელაური ამბობს, რომ სამმა ნიღბიანმა გაიტაცა, გაძარცვა და სცემა


გორელი მოქალაქე, ვახო ფიცხელაური ამბობს, რომ სამმა ნიღბიანმა გაიტაცა, გაძარცვა და სცემა.

კერძოდ, ფიცხელაურმა “მთავარი არხის” ეთერში თქვა, რომ მაშინ გაიტაცეს, როდესაც სახლთან ახლოს იყო და მაღაზიაში მიდიოდა.

“მანქანა არ დამიძვრია, უნდა გავსულიყავი. აქ იდგა ფურგონი. უნდა გადავსულიყავი, რომ გავეტარებინე. თითქოს ვერ მიდიოდნენ და უნდა მივხმარებოდი, მივწოლოდი.

ჩამსვეს ფურგონში და გამიტაცეს. აქედან დაახლოებით 6 კილომეტრში გამიტაცეს, ზემოთ მინდორია, იქ. უნდა მოვეკალი, გამოვექეცი. ვიცით ვინც ხარო და უნდა მოგკლათო.

გამძარცვეს, ყველაფერი წამართმევს – ტელეფონი, გასაღები, საფულე”. – თქვა მან.

ფიხცელაურის თქმით, მომხდარს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებს – თავად აქტიურად აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას” და მის ქმედებებს.

რაც დღეს ქვეყანაში ხდება პირდაპირ მაგას ვუკავშირებ – გამიზნულად დამხვდნენ. მაღაზიაში გავდიოდი. ვიცით რასაც აკეთებო და ვინც ხარო. ყველგან მირტყეს, სახეზე ვაფარებდი. ყველგან ნაცემი ვარ, სულ სისხლიანი მაქვს ყველაფერი”.- თქვა ვახო ფიცხელაურმა „მთავარ არხთან”.

ცოლის თქმით, ვახო ფირცხელაურს აქვს დაზიანებები და გამოიძახა პოლიცია და სასწრაფო.

მასალა განახლდება შინაგან საქმეთა სამინისტროდან დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე.

 

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...