პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
თითქმის 2 თვეა მოქალაქეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
საპროტესტო აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.
„3 თვე მოპარული არჩევნების წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართნენ და საკანონმდებლო შენობასთან მყოფ აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდნენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც შეიკრიბნენ.
თბილისის გარდა, აქცია რეგიონებშიც ტარდება.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.