Jump to content
Planeta.Ge

„3 თვე მოპარული არჩევნების წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით თსუ-დან პარლამენტის მიმართულებით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს


„3 თვე მოპარული არჩევნების წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის მიმართულებით არჩევნებზე დამკვირვებლების აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.

მსვლელობის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “ვითხოვთ უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას”!

ისმის შეძახილები - “ვითხოვთ ახალ არჩევნებს”, “ძირს რუსული რეჟიმი", “არა ხელისუფლების მიტაცებას", “ყველგან პოლიცია, არსად სამართალი".

მოქალაქეებს მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

აქციის მონაწილეები უწყვეტი პროტესტის მე-60 დღესაც ითხოვენ ახალი არჩევნები დაინიშნოს და საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირები გათავისუფლდნენ.

ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...