Jump to content
Planeta.Ge

იენს სტოლტენბერგი - არ შეგვიძლია პუტინს გამარჯვების საშუალება მივცეთ


არ შეიძლება პუტინს გამარჯვების საშუალება მივცეთ, ეს კატასტროფა იქნებოდა უკრაინისთვის და ნატო-ს უფრო მოწყვლადს გახდიდა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“არ დავიწყებ ფიქრს თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, მაგრამ მხოლოდ ორ რამეს ვიტყვი. პირველი - ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო გახდება. არ შეგვიძლია პრეზიდენტ პუტინს გამარჯვების საშუალება მივცეთ. ეს კატასტროფა და ტრაგედია იქნებოდა უკრაინელებისთვის, მაგრამ ამავდროულად ჩვენც, ნატო-ს მოკავშირეებს, უფრო მოწყვლადს გაგვხდის, ვინაიდან ამის მერე აქედან გაკვეთილი იქნება გამოტანილი, რომ პრეზიდენტ პუტინს შეუძლია სამხედრო ძალის გამოყენებით მიზნის მიღწევა. და ეს გაკვეთილი გამოტანილ იქნება არა მხოლოდ მის მიერ, არამედ მთელს მსოფლიოში სხვა ავტორიტარული ლიდერების მიერაც”, - თქვა სტოლტენბერგმა.

როგორც მეორე პუნქტი მან ასევე აღნიშნა, რომ “ყველა ომი მოლაპარაკების მაგიდასთან სრულდება”.

“ამავდროულად, ჩვენ ვიცით, რომ ის, რისი მიღწევაც უკრაინას მოლაპარაკების მაგიდასთან შეუძლია, მთლიანად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რის მიღწევას შეძლებს ბრძოლის ველზე”, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ამასთან დაკავშირებით სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებით მოკავშირეები ცდილობენ იმ შედეგის მაქსიმიზაციას, რომელიც მისაღება იქნება უკრაინისთვის, და დროის მინიმიზაციას, რომელიც ამას დასჭირდება.

“რაც უფრო ძლიერია უკრაინა ბრძოლის ველზე, მით უფრო მალე მიიღწევა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც შეძლებს იმის გარანტირებას, რომ უკრაინა გაიმარჯვებს როგორც სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო ევროპაში”, - თქვა სტოლტენბერგმა.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...