Jump to content
Planeta.Ge

სატრანსპორტო კომპანიაში ადასტურებენ, რომ ავტობუსებში სიმღერები ისმის


თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ადასტურებენ მათი თქმით, “ტექნიკურ ხარვეზს”, რომლის შედეგადაც ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გადახდის აპარატებიდან დილიდან სიმღერები ისმის და აცხადებენ, რომ კონტრაქტორი კომპანია, რომელიც ამ აპარატების მუშაობაზე პასუხისმგებელი, საკითხს სწავლობს.

სატრანსპორტო კომპანიაში ჯერჯერობით ამ საკითხზე სხვა დამატებით კომენტარს ვერ აკეთებენ. ისინი ჯერჯერობით ვერ აფასებენ მოხდარს ჰაკერულ თავდასხმად.

დილიდან ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში ის სიმღერები და განცხადებები ისმის, რომელსაც ხშირად მოისმენთ ხოლმე პროევროპულ საპროტესტო აქციებზე, მათ შორის ევროკავშირის ჰიმნი.

ხმა გადახდის აპარატებიდან გამოდის.

#323 ნომერი ავტობუსის მძღოლმა მანქანა გააჩერა, მას შემდეგ რაც ვერ მიხვდა რა ხდებოდა.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...