"ჩვენები სახლში არიან" - ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად, უკრაინამ 10 ჯარისკაცი დაიბრუნა: რას წერს ერმაკი?
ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად, უკრაინამ 10 ჯარისკაცი დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი "ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.
"ჩვენები სახლში არიან. მოვახდინეთ ტყვეთა მორიგი გაცვლა. მოვახერხეთ 10 უკრაინელი სამხედროს სახლში დაბრუნება. მათ შორისაა ერთი ოფიცერი, 9 რიგითი და სერჟანტი.
ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად, უკრაინამ 10 ჯარისკაცი დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი "ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.
"ჩვენები სახლში არიან. მოვახდინეთ ტყვეთა მორიგი გაცვლა. მოვახერხეთ 10 უკრაინელი სამხედროს სახლში დაბრუნება. მათ შორისაა ერთი ოფიცერი, 9 რიგითი და სერჟანტი. ასევე გადმოგვეცა ამერიკელი მოხალისის, აშშ-ის არმიის ვეტერანის ჯოშუა ალან ჯონსის ცხედარი, რომელიც უკრაინისთვის ომობდა და ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპა.
მადლობას ვუხდი სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბს. ვაგრძელებთ მუშაობას, ვიდრე ყველა ჩვენიანს სახლში არ დავაბრუნებთ" - წერს ერმაკი.
ამბები
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.