ჯაბა ზარქუა - უდებ - უდებ, იჭერ - იჭერ, ხედავ მძიმე პაციენტ დედას თვითონ პატრონობს ექიმი, ციხეში მაინც არ გაუშვა, თუნდაც იქამდე, სანამ დედამისს სჭირდება, რამ გშობა ასე უდედოდ ბატონო მოსამართლე?!
"მწოლიარე დედას უვლიდა ბინაზე (ეს უკვე ცალკე სისტემური ტრაგედია - გმირების საჭიროება ჩნდება იქ, სადაც სისტემებია გაუმართავი), დაიჭირეს და მალევე დედა გარდაიცვალა. რამე დაშავდებოდა რომ სამაჯური შეებათ და ისე მაინც დაეტოვებინათ სახლში?
უდებ - უდებ, იჭერ - იჭერ, ხედავ მძიმე პაციენტ დედას თვითონ პატრონობს ექიმი, ციხეში მაინც არ გაუშვა, თუნდაც იქამდე, სანამ დედამისს სჭირდება, რამ გშობა ასე უდედოდ ბატონო მოსამართლე?!
პირიქით, ბოდიშს უნდა უხდიდე სახელმწიფოს წარმომადგენელი შენს მოქალაქეს, რომ დედამისს ბინაში მოვლაზე უკეთეს სერვისს ვერ სთავაზობ! ბოდიშს და მადლობას!" - წერს ექიმი ჯაბა ზარქუა.
ექიმი გიორგი ახობაძეს პატიმრობა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა შეუფარდა. 10 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მან თქვა, რომ ჰყავდა ავადმყოფი დედა, რომელსაც თავად, მარტო უვლიდა, რის გამოც გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. თუმცა, მოსამართლემ გაიზიარა პროკურორ შმაგი გობეჯიშვილის პოზიცია, რომელიც ახობაძის პატიმრობას მოითხოვდა და ის ციხეში დატოვა.
14 იანვარს გიორგი ახობაძის დედა გარდაიცვალა.
24 იანვარს გამართულ სხდომაზე ახობაძე კვლავ პატიმრობაში, ამჯერად მოსამართლე დავით მგელიაშვილმა დატოვა. სხდომაზე დაკავებულმა პროკურორს მიმართა და უთხრა, რომ მისი ქმედება იყო მკვლელობა.
"თქვენ რაც შემოგთავაზეთ აღკვეთის ღონისძიების ალტერნატივად [შინაპატიმრობა], ერთ რამეს ცვლიდა - ვიქნებოდი მე საბურთალოზე [სახლში] თუ გლდანში [ციხეში]. დანარჩენი ყველა სახის თავისუფლების აღკვეთა რჩებოდა ზუსტად იგივე... არ გაითვალისწინეთ და არ მომეცით საშუალება, მიმეხედა დედაჩემისთვის - ჩემი ცხოვრების მთავარი პაციენტისთვის გამეწია ის დახმარება", - მიმართა ახობაძემ პროკურორს.
გიორგი ახობაძეს პროკურატურა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გიორგი ახობაძე წარდგენილ ბრალს არ აღირებს. ის ამბობს, რომ ნარკოტიკები "ჩაუდეს" და მომხდარს მის საჯარო პოლიტიკურ პოზიციებს უკავშირებს.
ნეტგაზეთი
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.