Jump to content
Planeta.Ge

“გავერთიანდეთ და ჩვენ ვიყოთ ჩვენი შვილების ფარი” – ნინო კასრაძის მიმართვა მშობლების თაობას


მსახიობი ნინო კასრაძე ამბობს, რომ ახლაგაზრდებს, რომლებიც თვეებია უწყევტად აპროტესტებენ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას, აქვთ ლეგიტიმური ბრაზი. მსახიობმა მიმართა მშობლების თაობას და მოუწოდა, დადგნენ მათი შვილების გვერდით, იყვნენ მათი ფარი.

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტის წარდგენისას კასრაძემ თქვა, რომ როცა ითხოვენ ამავე თეატრის მსახობის, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებას, ეს ნიშნავს, რომ ითხოვენ პროვეროპული დემონსტრაციების მონაწილე ყველა პირის გათავისუფლებას, რადგან “ანდრო ჭიჭინაძე არის სახე იმ ხალხის, რომკებიც სისტემის ტყვენი არიან”.

“2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ გვამცნო, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია 2028 წლის ბოლომდე. და ამით დაიწყო. ათიათასობით ახალგაზრდა გამოვიდა ქუჩაში. ახლა ისინი დგანან, რეპრესიებს უძლებენ და თავის სიმართლეს იცავენ.

იცით ვინ არიან? ესენი არიან ჩვენი მომავალი, ჩვენი დასაყრდენი. ეს ის ხალხია, ვინც ბოლო გზაზე უნდა გაგვაცილოს – აი, მე, მაგალითად – , და ჩვენი სიბერე უზრუნველყოს.  ესენი არიან მომავალი ექიმები, მასწავლებლები, სამართალდამცავები … აღარ ვიცი, რა ჩამოვთვალო.

იმის მაგივრად, რომ ჩვენ ამ ბავშვებს მივცეთ დასვენების, გართობის, სწავლის, მუშოაბის, მოგზაურობის საშუალება, ისინი იძულებულები არიან, რო აპროტეტსონ რაღაცა და თან რეპრესიები იწვნიონ საკუთარ თავზე. როგორ არ უნდა არ გესმოდეს მათი და როგორი გაუგებარიც არ უნდა იყოს შენთვის, ნუთუ აღარ დადგა დრო, რომ მოუსმინო და დაელაპარაკო ამ ხალხს?!

მე დაღდასმული თაობა ვარ, შიშით და აკრძალვებით. ჩემი თაობა დამეთანხმება. ეს ის თაობაა – ბოლოსდაბოლოს გვეღირსა ხალხი, მოვიდა დამოუკიდებელ საქართელოში დაბადებული ახლაგაზრდა თაობა – , რომელსაც არ ეშინია. არ ეშინია. იცის რა უნდა, აქვს თავისი ხედვები, განსჭვრეტს მომავალს და ერთადერთი, რაც აკლია, გამოცდილებაა და თუ ჩვენ ხელს არ შევუშლით და ვაცდით, ეს გამოციდლებაც ექნებათ. ასეთ ხალხს ეძახიან ხან უსამშობლოებს, ხან მოსყიდულებს, მართულებს და ა.შ. ჩვენი შვილები, თქვენი შვლები ამას არ იმსახურებენ. არავითარ შემთხვევაში.

ახლა მე მივმართავ ჩემი თაობის ხალხს: ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვმართებს ჩვენ. ახლა, როგორც არასდროს, ისე უნდა გადავდოთ ჩვენი ამბივიცები, გავერთიანდეთ და ჩვენ ვიყოთ ჩვენი შვილების ფარი. ჩვენ სოლიდაორბა უნდა გამოვუცხადოთ მათაც, ვინც ჩვენსავით არ უყურებს რაღაც საკითხებს. გვმართებს დიდი სიბრძნე და არაფრით არ შეიძლება, რომ ჩვენ საბედისწერო შეცდეომა დავუშვათ, რადგან მერე ეს იქნება წარმოუდგენელი ტვირთი, რომელსაც ჩვენ ვერ ვატარებთ. ჩვენ ჩვენ შვილებს ფარად უნდა დავუდგეთ.

2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ გვამცნო, რომ საქართელომ შეწყვიტა ევროინტეგრაცია 2028 წლის ბოლომდე. გუშნ და გუშინ წინ, ჩემმა მეგობარმა, ძვირფასმა ადამიანმა, მაგრმა სხვა პოზციაზე მდგომმა მითხრა, რომ შენი შვილები იქ არ იქნებოდნენ, ისინი ამას არ გააკეთებდნენო. ნუ მოვიტყუებთ თავს, ჩემო მეგობრბეო. ჩემი შვილებიც იქ არიან, თქვენი შვლებიც და იმათი შვილებიც, ვინც არ იზიარებს ჩვენს პოზიციას. ანდროს ადგილას ყველა შეიძლება ყოფილიყო. ნებისმიერი ჩვენი ახლობლის, მეზობლის, ნათესავის ბავშვი, რომელსაც ქუჩაში, ეზოში ცნობ. არ მოვიტყუოთ თავი.

ჩვენს ბავშვებს აქვთ ლეგიტიმური კითხვები და ლეგიტიმური ბრაზი. ამ ბრაზს პასუხინ უნდა გავცეთ. მკვდარი, რობოტის მსგავსი ბგერები კი არ უნდა დავუპირისპიროთ, ადამიანური სიტყვა ენატრებათ. ამიტომ, რომ მოვუტყუოთ თავი. ჩვენი შვლები იქ დგანან, თქვენი შვილებიც იქ დგანან. ეს არ არის ეთიკის, ზრდილობის და ესთეტიკის საკითხი. ეს არის რწმენის საკითხი, ჩვენი შვილები იქ დგანან, თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და სისტემის უკლებლივ ყველა პატიმარს”, – ასე მიმართა ნინო კასრაძემ თეატრთან შეკრებილ მოქალაქეებს.

ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა საზოგადოებას საპროტესტო მანიფესტი წარუდგინა. მათი თქმით, აპირებენ რეგიონებში გასვლას და მოქალაქეებთან შეხვედრას – “ყველა ნახავთ, რა შეუძლია თეატრს”. თეატრთან შეკრებილი სოლიდარობას უცხადებენ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს და ყველა დაპატიმრებულ მოქალაქეს. უცვლელია მოთხოვნებიც – ხელახალი არჩევნები და დაკავებულთა გათავისუფლება.

“რაც არ უნდა დააბნელოთ მთელი ქალაქი, სცენაზე შუქი აინთება და იქ ჩვენ ვიქნებით და გავიმარჯვებთ”, – განაცხადა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა დავით დოიაშვილმა და რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები დააანონსა.

 

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...