"ვლადიმერ პუტინი რიში სუნაკს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას არ მიულოცავს" - პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რიში სუნაკს არ მიულოცავს პრემიერ - მინისტრად დანიშვნას, რადგან დიდი ბრიტანეთი "არამეგობრული ქვეყანაა". ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ცნობისთვის, რიში სუნაკი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად 25 ოქტომბერს დაინიშნა.
შეგახსენებთ, რუსეთი ბრიტანეთს არამეგობრულ სახელმწიფოდ განიხილავს. ოფიციალურმა ლონდონმა მოსკოვს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ სანქციები დაუწესა.
ამბები
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.