შათირიშვილამდე მე მთავაზობდა ივანიშვილი „გლობალური ომის პარტიაზე“ წერილების გამოქვეყნებას – ბაჩიაშვილი
ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, თავდაპირველად მას სთავაზობდნენ, რომ „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ წერილები მას გაევრცელებინა.
ბაჩიაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც მან შეთქმულების თეორიებზე წერილების გავრცელებაზე უარი თქვა, მის ნაცვლად ეს საქმე ივანიშვილთან დაახლოებულმა პროპაგანდისტმა ზაზა შათირიშვილმა შეითავსა.
„ჩემ თვალწინ ითხზვებოდა „გლობალური ომის პარტიის“ ნარატივი და სანამ [ზაზა] შათირიშვილი გამოაქვეყნებდა მაგას, ჩემთან იყო შემოთავაზება, რომ მე გამომექვეყნებინა ზუსტად იგივე შინაარსის წერილები. ცხადია, მე უარი ვუთხარი, რადგან ივანიშვილის საქმეებში არსად არანაირ „გლობალურ ომის პარტიას“ და გარე ძალის კვალი იმჩნეოდა. ჩვენ ყველა საქმე მოვიგეთ ყველა სასამართლოში და თუკი რამე პარტია ან გარე ძალა იყო ამაში ჩართული, გამოდის, რომ ივანიშვილის მხარეს ყოფილან“, – განუცხადა „ტვ პირველს“ გიორგი ბაჩიაშვილმა.
„გლობალური ომის პარტია“ არის „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორია, რომლის საფუძველზეც ეს პარტია ქვეყანას მართავს და საგარეო ურთიერთობებს განსაზღვრავს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.