Jump to content
Planeta.Ge

მალგორზატა გოშიევსკა - უნდა მოვითხოვოთ სანქციები ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის და პარლამენტის საერთაშორისო იზოლაცია


საქართველო კრიტიკულ ეტაპზეა: ევროპული ღირებულებები, ან კრემლის კრიმინალური რეჟიმის ტრიუმფი, - ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა, მალგორზატა გოშიევსკამ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

მისი თქმით, ორი თვეა საქართველოში ანტიდემოკრატიული ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელსაც ხელისუფლება სასტიკი რეპრესიებით პასუხობს.

„ორი თვეა საქართველო ჩაფლულია მასობრივ პროტესტში სასტიკი, ანტიდემოკრატიული ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც კიდევ ერთხელ გააყალბა არჩევნები და ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა. ხელისუფლება სასტიკი რეპრესიებით პასუხობს. საქართველო კრიტიკულ ეტაპზეა: ევროპული ღირებულებები, ან კრემლის კრიმინალური რეჟიმის ტრიუმფი. ჩვენ, ევროპარლამენტი, გვერდზე არ უნდა გავდგეთ, უნდა მოვითხოვოთ სანქციები ოლიგარქი ივანიშვილის და მასთან დაკავშირებული ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ამჟამინდელი მთავრობის და პარლამენტის საერთაშორისო იზოლაცია, თავისუფალი მედიის, პროევროპული ორგანიზაციების მხარდაჭერა, ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით მოქმედების და გადაწყვეტილების მიღების დროა.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...