შერატონში თქვეს, რომ ვიდეოჩანაწერების ასლი აღარ აქვთ – მეზვრიშვილი გახარიაზე თავდასხმაზე
როგორც პარტია გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს, სასტუმრო შერატონში უთხრეს, რომ გახარიაზე თავდასხმის კადრების ასლი აღარ აქვთ, გამოძიებას სერვერებიანად გაატანეს. მეზვრიშვილის შეფასებით, სასტუმრომ მტკიცებულებების განადგურების "რეკორდი მოხსნა".
"შერატონმა გახარიაზე თავდასხმაში თანამონაწილეობის და მტკიცებულებების განადგურების ახალი რეკორდი მოხსნა. ამ დრომდე არ გვაძლევდნენ კადრებს. მენეჯერი ირწმუნებოდა, რომ არსებობს და ასლი მათთან შენახული იქნებოდა მაშინაც კი, თუ განჩინებით გამოძიება წაიღებდა. ამ დრომდე ჩვენს წარმომადგენლებს დროს შეგნებულად უჭიანურებდნენ.
რა თქმა უნდა, ეჭვი გვქონდა, რომ გამოძიებასთან ლაგდებოდნენ და შესაძლოა სერვერებიანად გაეტანებინათ და ეთქვათ, რომ აღარ აქვთ. ასეც მოხდა. რამდენიმე წუთის წინ გვითხრეს, რომ ასლი აღარ აქვთ, გამოძიებას სერვერებიანად გაატანეს. ეს ხდება მას შემდეგ, რაც გამოძიება პრაქტიკულად გვემალება გახარიას გამოკითხვაზე, რისი სურვილიც გუშინ გამოვხატეთ. ჯერ შსს-ს გამომძიებელმა ზუსტად 3 საათი გვალოდინა პასუხზე გამოკითხავდნენ თუ არა. 3 საათის თავზე ვიგებთ, რომ საქმე პროკურატურას წაუღია. პროკურორს ვუფიქსირებთ იგივე მოთხოვნას. ველოდებით დილამდე. დღეს დილით პროკურორი იკარგება და ახლახანს დღეს აღებული განჩინებით მირბიან შერატონში ჩანაწერების პრაქტიკულად გასატაცებლად.
შერატონის მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი პერსონალური ინფორმაცია უდიდეს საფრთხეშია. ვინჩესტერით კადრების გატანების არანაირი მიზეზი არ არსებობდა, გარდა ერთისა - განადგურება-ფალსიფიკაცია და ამაში რეჟიმთან ერთად შერატონი იქნება მონაწილე" - წერს მეზვრიშვილი.
15 იანვარს, ქალაქ ბათუმში პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, გიორგი მანველიძე სხვა პირებთან ერთად.
შსს-მ გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
სასტუმრო შერატონის წარმომადგენლის ცნობით, თავდასხმის ამსახველი ჩანაწერები სრულად აქვთ და ოფიციალური მომართვის შემდეგ უწყებებს გამოძიებისთვის გადასცემენ.
tabula
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.