Jump to content
Planeta.Ge

დაკავების საფრთხის გამო ქსენია სობჩაკმა რუსეთი დატოვა


რუსმა ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა, 2018 წლის არჩევნებში რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა, რომელიც, შესაძლოა, 26 ოქტომბერს გამოძიებას დაეკავებინა, ქვეყნიდან გამგზავრება შეძლო, ამ ცნობას ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ სააგენტოები ТАСС-ი და "База".

ჟურნალისტის გამგზავრებას წყაროზე დაყრდნობით ადასტურებს სახელმწიფო სააგენტო "РИА Новости-ც". არსებული ინფორმაციით, სობჩაკი მინსკის გავლით ლიეტუვაში გაემგზავრა.

დილით ჩხრეკა ჩატარდა სობჩაკის სახლში, რომელიც მდებარეობს მოსკოვის შემოგარენის ელიტურ დასახლებაში. იუწყებოდნენ, რომ ჩხრეკა უკავშირდებოდა სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც აღიძრა სობჩაკის ჰოლდინგის, "ოსტოროჟნო.მედიას" კომერციული დირექტორის, ახლახან დაპატიმრებული კირილ სუხანოვის წინააღმდეგ. ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ ამავე საქმეზე დააკავეს ჟურნალ "ტატლერის" ყოფილი მთავარი რედაქტორი არიან რომანოვსკი.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...