Jump to content
Planeta.Ge

ბსუ-ში რექტორის არჩევნები სტუდენტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს


ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატი „ქართული ოცნების” აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ტიტე აროშიძე, ხოლო მეორე – არჩილ გუჩმანიძეა.

რექტორის არჩევნები სტუდენტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს, ხოლო პარალელურად, შენობაში არიან უცნობი პირებიც, რომლებიც სტუდენტების პროტესტის გამო უკმაყოფილებას გამოხატავენ და აროშიძეს მხარდაჭერას უცხადებენ.

17 იანვარს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი, არჩილ გუჩმანიძე ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობდა – მან „ფეისბუქზე” დაწერა, რომ ბსუ-ის რექტორობის კანდიდატად დარეგისტრირდა რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამოც, რომ „უნივერსიტეტი ურთულეს მდგომარეობაშია და არის რისკი, გადაიქცეს პარტიულ სტრუქტურად, დაკარგოს აკადემიური და საგანმანათლებლო თავისუფლება, კრიტიკულად შემცირდეს ან საერთოდ განულდეს საერთაშორისო გაცვლითი და სტაჟირების პროგრამები, ერთობლივი სამეცნიერო პროექტები, გრანტები და სხვა”.

მისივე თქმით, ამ პოსტის გამოქვეყნებიდან 3 საათში დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ „ზევიდან” ითხოვენ, ბსუ-ს კანდიდატად რეგისტრაცია გააუქმოს, ან არჩევნებში მონაწილეობა შეუმჩნევალდ მიიღოს, წაშალოს პოსტები და სხვა.

 

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...