Jump to content
Planeta.Ge

დონალდ ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრისთვის მსჯავრდებული და ბრალდებული 1 500 ადამიანი შეიწყალა


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 1 500 ადამიანი შეიწყალა, რომლებიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრისთვის არიან მსჯავრდებული და ბრალდებული, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

”ესენი არიან მძევლები. შეწყალება დაახლოებით 1 500-სთვის - სრული შეწყალება. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ისინი დღეს საღამოს გამოვლენ", - განაცხადა ტრამპმა.

CNN-ის ცნობით, ტრამპმა სრულად შეიწყალა ასობით ადამიანი, რომლებიც უკვე ნასამართლევი არიან ისეთი მძიმე დანაშაულებისთვის, როგორიცაა პოლიციაზე თავდასხმა და ქონების განადგურება.

დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავების შემდეგ ხელი მოაწერა აღმასრულებელი ქმედებების სერიას, რომელიც მოიცავდა ჯო ბაიდენის 78 აღმასრულებელი ბრძანების გაუქმებას. დღეს ხელმოწერილი სხვა ქმედებები მოიცავს საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას, მათ შორის აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, აშშ-ის გასვლას პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან, ფედერალური თანამშრომლებისთვის პირადად მუშაობის ვალდებულებას და სხვა ზომებს.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...