Jump to content
Planeta.Ge

სასამართლომ უკანონოდ ცნო გუგა გოგაძის გათავისუფლება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან


სასამართლომ უკანონოდ ცნო კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან რეორგანიზაციის პროცესში ამ სააგენტოს შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის, გუგა გოგაძის გათავისუფლება და სახელმწიფოს მისთვის კომპენსაციის გადახდა დაავალა - ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს, რომელიც გოგაძის ინტერესებს სასამართლოში იცავდა.

გადაწყვეტილება გოგაძის უკანონო გათავისუფლების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 26 ოქტომბერს მიიღო. 2022 წლის 23 მაისს საქალაქო სასამართლომ უარი თქვა გოგაძის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, სააპელაციო სასამართლომ კი საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გააუქმა და სახელმწიფოს დააკისრა კომპენსაციის გადახდა. სააგენტომ ყოფილ თანამშრომელს უნდა გადაუხადოს ხელფასის ოდენობის თანხა გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. გოგაძე ასევე ითხოვდა კომპენსაციას, იმისთვის, რომ ამ ეტაპზე მისი თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია. ეს მოთხოვნა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ამისთვის, დამატებით, სააგენტოს 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

გოგაძე ერთ-ერთია იმ ათობით ადამიანს შორის, რომელიც 2022 წლის დასაწყისში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან რეორგანიზაციის პროცესში სამსახურიდან გაათავისუფლეს - მათი ნაწილი სასამართლოში წავიდა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის. სააგენტოს გარდა რეორგანიზაცია თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ჩატარდა ეროვნულ მუზეუმშიც, საიდანაც 70-მდე ადამიანია სხვადასხვა დროს გათავისუფლებული.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...