Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - ის 25 ოჯახი, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ და ჯერ კიდევ წარმოადგენს რეჟიმის მთავარ სპონსორებს, თავგამეტებით ცდილობს გადაარჩინოს საკუთარი ქონება და აქტივები


როგორ მოხდა, რომ მოლდოვამ ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის ფარგლებში 2 მილიარდამდე ევროს მოცულობის მხარდაჭერა მიიღო, მაშინ როდესაც ე.წ ხელისუფლების ნაბიჯების გამო საქართველომ ვერაფერი მიიღო? - ეს პრობლემები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაში არსებობს, [„ქართული ოცნების“] მიერ შექმნილი პოლიტიკური კრიზისითა და ანტიდემოკრატიული ნაბიჯებითაა გამოწვეული, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ბექა ლილუაშვილმა პარტიის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, „ამ მიზეზებს, მათ შორის, უწყვეტი პროტესტით უნდა ვებრძოლოთ“.

„მთელი საზოგადოება აკვირდება, როგორ თავგამეტებით ცდილობს ივანიშვილი და რეჟიმი, გადაარჩინოს საკუთარი ქონება და აქტივები. ასევე, ამისთვის როგორ სრულად იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. ამასთან, ის 25 ოჯახი, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ და ჯერ კიდევ წარმოადგენენ რეჟიმის მთავარ სპონსორებს, როგორ აგრძელებენ კორუფციას და როგორ ხშირად ცდილობენ ამ კორუფციით ნაშოვნი მილიონები საერთაშორისო სანქციებისაგან გადაარჩინონ. ამ 25 ოჯახის ინტერესების გარდა, ქვეყანაში 190 ათასამდე გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც ოფიციალურად, სახელმწიფოსგან უკიდურესად ღატაკის სტატუსი აქვთ და რომლებსაც ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავება უჭირთ.

მეორე თემა ეს არის ქვეყნის ეკონომიკური იზოლაცია და მისი ნიშნები, რომლებიც ასევე, რიგითი მოქალაქეების მხრებზე გადაივლის და მათ პრობლემებსაც შეეხება. ეს გამოჩნდა მაშინ, როდესაც ქვეყნის წარმომადგენლები არ არიან მიწვეულნი საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, რომლითაც თითოეული ფისკალური ახალი წელიწადი იწყებოდა. აქედან სხვადასხვა ინვესტიციის მოზიდვის რეალური შესაძლებლობები უჩნდებოდა ქვეყანას.

ვამბობდით, რომ ეკონომიკური იზოლაცია შემდეგი ფაზა იქნებოდა პოლიტიკური იზოლაციის შემდეგ. როგორ მოხდა, რომ მოლდოვამ ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის ფარგლებში, 2 მილიარდამდე ევროს მოცულობის მხარდაჭერა მიიღო თავისი ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მაშინ როდესაც საქართველოს ე.წ ხელისუფლების ნაბიჯების გამო, საქართველომ მოლდოვასთან შედარებით, ვერაფერი მიიღო?! პირიქით, პოლიტიკურ ჩიხში ქვეყნის შეყვანის და ანტიდემოკრატიული ნაბიჯების საპასუხოდ, მხარდაჭერა შეჩერდა.

მესამე საკითხი ეს არის საჯარო სამსახურებიდან ასობით გათავისუფლებული, რეპრესირებული მოხელე, მათი პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებისა და პოლიტიკური ნიშნით თანამდებობის დატოვების გამო, რომლებსაც ფაქტობრივად, შემოსავლის ერთადერთი წყარო წაერთვათ.

ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ე.წ. რეჟიმის და ხელისუფლების ხელში ეს პრობლემები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაში არსებობს, მათ მიერ შექმნილი პოლიტიკური კრიზისითა და ანტიდემოკრატიული ნაბიჯებითაა გამოწვეული. ჩვენ ამ მიზეზებს, მათ შორის, უწყვეტი პროტესტით უნდა ვებრძოლოთ“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...