9 თვეში შემოსული რუსეთის მოქალაქეებიდან 112 733 ისევ საქართველოში რჩება - შსს-ს სტატისტიკა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 ოქტომბრის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის პირველ 9 თვეში რუსეთიდან შემოსული მოქალაქეებიდან 112 733 ადამიანი კვლავ საქართველოში რჩება. მონაცემები სამინისტრომ პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატს, ლევან ქარუმიძეს მიაწოდა. დოკუმენტები პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლის ზუსტად იმავე პერიოდში, საქართველოში ოთხჯერ მეტი რუსეთის მოქალაქე დარჩა, ვიდრე უკრაინის, სადაც ომი ამ დრომდე გრძელდება (25 779).
დეპუტატმა პარლამენტს წერილობით 28 სექტემბერს მიმართა, პასუხი კი 11 ოქტომბერს მიიღო.
უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ,საქართველოში მიგრაციის მაჩვენებელი გაზრდილია, მათ შორის მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა მობილიზაცია გამოაცხადა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.