დავით ბლუაშვილი - მე, შესაძლოა გავმხდარიყავი უსამართლობის მსხვერპლი და გიორგი გახარია იდგა იქ, სადაც კეთილსინდისიერი სახელმწიფო პირი უნდა მდგარიყო - ასე შენდება ქვეყანა და მადლობა ამისთვის
"ვერიდები საჯაროობას, მითუმეტეს პოლიტიკურ თემებზე. საუბრით, მეგობრებთან ვსაუბრობ, პოლიტიკურ არჩევანს კი კაბინაში ვაკეთებ. ეს ამბავი იმ ადამიანზეა, ვინც საკუთარი მოვალეობა პირნათლად შეასრულა თავის დროზე.
პრეისტორიით დავიწყებ, მიშას რეჟიმის დროს ჩემმა მშობლებმა კომპანიის წილები არ დათმეს და ზეწოლის შემდეგ მოგვიწია ქვეყნის დატოვება, სავაჭროდ რეჟიმმა მეც მიმაბა საქმეს და საერთო ჯამში 32 წელი მოგვისაჯეს.
2011 წელს დავაფუძნეთ არასამთავრობო ორგანიზაცია, მობილიზება გავუკეთეთ ემიგრანტებს, ვიბრძოლეთ უსამართლო რეჟიმთან და შეიცვალა ხელისუფლება. შემდეგ დავბრუნდით საქართველოში უკვე მამას გარეშე (გადაყვა ამ ამბავს). დავბრუნდი არ გამაჩნდა არც სახლი, არც ბიზნესი, რა თქმა უნდა დავიწყე ნულიდან.
მეგობრების დახმარებით დავიწყე ახალი საქმე, ერთ დღეს ჩემ ბიზნეს პარტნიორს და მეგობარს კლავენ (გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმე). იმ ღამესვე მივედი სამინისტროში და მოწმის სტატუსით დაიწყო ჩემი გამოკითხვა. საქმე რეზონანსული იყო და ყველას უნდოდა ნაღების მოხსნა, დაიწყო ზეწოლა, რომ მეღიარებინა და გააკეთებდნენ ისე, რომ პრივილეგირებული პატიმარი ვიქნებოდი და ა.შ (ჯერ ალიბი არ არის გადამოწმებული), მივხვდი არ ჰქონდა მათთან საუბარს აზრი და მოვითხოვე მინისტრთან შეხვედრა (ვიფიქრე ეს საქმე პირად კონტროლზე ექნებოდა აყვანილი და მივიდოდა ადრესატამდე მოთხოვნა), მალევე შემოვიდა გახარია, რაც მასზე ვიცოდი იყო ის, რომ მისი ჰაბიტუსი მაგონებდა ჩემ უსაყვარლეს დობერმანს და იყო მკაცრი, ამ დროს მხვდება უბრალო და გულისხმიერი ადამიანი, მეც რა დამრჩენოდა, ამოვულაგე ყველაფერი. ზემოდან ვთხოვე, რომ ალიბი გადაემოწმებინათ დროულად და ზეწოლა შეეწყვიტა მაშინდელ შსს ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორს სიმართლის დადგენამდე, მალევე მოყვა საფირმო ფრაზა გავიგე, გავიგე. ალიბის გადამოწმების შემდეგ გამომიშვეს. იმ დეპარტამენტის უფროსმა კი მალევე დატოვა თანამდებობა, ჩემთვის ცხადი იყო მიზეზი. კიდევ არაერთ საკითხს მოიცავდა ჩვენი კომუნიკაცია, რაც საჯაროობას არ საჭიროეებს, ამიტომ აქ დავამთავრებ ამ ამბავს.
მაშინ მე, შესაძლოა გავმხდარიყავი უსამართლობის მსხვერპლი და ეს კაცი იდგა იქ, სადაც კეთილსინდისიერი სახელმწიფო პირი უნდა მდგარიყო. ასე შენდება ქვეყანა და მადლობა ამისთვის.
დღეს უკვე ეს ადამიანია უსამართლობის მსხვერპლი. რაც შერატონში მოხდა არ ჯდება არც კაცის და არც ქართველის ღირსებაში, სიმხდალეში კიბატონო. ორ ადამიანს შორის, რომ მომხდარიყო ფიზიკური დაპირისპირება ხმის ამომღები არ ვიყავი, ცხადია ეს ასე არ იყო.
გახარიასთან დაკავშირებით შესაძლოა არაერთი კითხვა არსებობს, მაგრამ ჩემს წინ მაშინ იდგა ადამიანი, ამიტომ ჩემი მხარდაჭერა დღეს გიორგის!", - ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში დავით ბლუაშვილი ავრცელებს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.