ნათია მეზვრიშვილი - სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ თანამშრომლებმა გაანადგურეს გიორგი გახარიაზე თავდასხმის მტკიცებულებები და ახლა ანადგურებენ თავდასხმის სათვალთვალო კამერების კადრებს
„გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, სასტუმრო „ბათუმი შერატონის“ თანამშრომლებმა გაანადგურეს ის მტკიცებულებები, რომელიც პარტიის ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმას ასახავდა.
ამასთან, მისივე თქმით, სასტუმროს თანამშრომლები ასევე თავდასხმის ამსახველ სასტუმროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებსაც ანადგურებენ.
აღნიშნულს ნათია მეზვრიშვილის სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს ურთავს, სადაც სასტუმროს მომსახურე პერსონალი იატაკს წმენდს.
მეზვრიშვილის განმარტებით, ფაქტის შესახებ სასტუმროს სათავო ოფისსაც აცნობეს.
„სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ თანამშრომლებმა გაანადგურეს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრ გიორგი გახარიაზე თავდასხმის შესახებ ექსპერტიზის მტკიცებულებები და ახლა, თითქოს ანადგურებენ თავდასხმის სათვალთვალო კამერების კადრებს!“ - წერს მეზვრიშვილი „ფეისბუქზე“.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.