სალომე ზურაბიშვილი - ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოს დღეს მხარდაჭერა სჭირდება, დარწმუნებული ვარ, რომ ის საქართველოს ძლიერი მოკავშირე იქნება
ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოს დღეს მხარდაჭერა სჭირდება, დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი საქართველოს ძლიერი მოკავშირე იქნება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე - რა უნდა გაიგონ ამერიკელებმა, რომლებმაც შეიძლება ბოლომდე არ იციან ეს საკითხი, იმ საქართველოს მთავრობის რისკზე, რომელიც რუსეთის, ირანისა და ჩინეთის მოკავშირეა? - ზურაბიშვილმა უპასუხა: „[რუსეთის, ირანისა და ჩინეთის მოკავშირე საქართველოს მთავრობა] შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესების მარცხს ნიშნავს კავკასიის ამ ცენტრალურ რეგიონში. და ეს მხოლოდ კავკასია არაა, ეს შავი ზღვაა. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის მიზანი ასევე შავი ზღვაა, და რუმინეთში ან მოლდოვაში არჩევნების გაყალბების მცდელობები ასევე რუსეთის შავი ზღვისთვის ინტერესია.
და ეს ძალიან სტრატეგიული ზღვაა ასევე აშშ-ის ინტერესებისთვის. დიდი პორტები გვაქვს შავ ზღვაში, რომელიც შეიძლება ჩინეთს გადაეცეს - ეს არის ამ დე ფაქტო მთავრობის გეგმებში. ასე რომ, ეს აშშ-ის, ისევე როგორიც ევროპის, დიდი ინტერესებია, რომლებიც რისკის ქვეშაა ამ რეგიონში…
მას [ტრამპს] სწორედ ეს ვუთხარი, რომ საქართველოს დღეს მხარდაჭერა სჭირდება, სანამ სიტუაცია ღია კრიზისში არ გადაიზარდა. 53 დღის განმავლობაში ქუჩებში გამოდის ხალხი, რომელიც აპროტესტებს ამ მთავრობას, რომელსაც მანდატი არ გააჩნია, საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებს, ცდილობს საქართველო მის ევრო-ატლანტიკურ გზას დააშოროს, და ამისთვის ამერიკის მხარდაჭერა გვჭირდება. და ტრამპმა, რომელიც მაშინ პრეზიდენტად არჩეული იყო და ხვალ პრეზიდენტი იქნება, მითხრა, რომ ის იყო საქართველოში, ის აფასებს საქართველოს მეგობრობას შეერთებულ შტატებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ის საქართველოს ძლიერი მოკავშირე იქნება ისეთ დროს, როდესაც საქართველოს სჭირდება, რომ თქვენი, ამერიკელების, გონებაში იყოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.