უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, კახა თილიძე საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კახა თილიძე საქართველოში ჩამოასვენეს.
თილიძის ცხედარი სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები დახვდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი უკრაინაში, ზაპოროჟიეს მიმართულებით რუსებთან ბრძოლის დროს დაიღუპა. მას სამშაბათს დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის თებერვალში დაიწყო.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.