პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მამებისა და შვილების მარში მიმდინარეობს
პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მამებისა და შვილების მარში მიმდინარეობს.
მარშის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!“ „საქართველო, საქართველო!“.
მარშის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს შეუერთდებიან, რომლებიც უკვე 51-ე დღეა ყოველდღიურად იკრიბებიან.
პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.