გეტბერგი: შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს კონტაქტი საქართველოს პარლამენტთან
შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს თავდაცვისა და საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის წევრის, გუსტავ გეტბერგის განცხადებით, შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა გადაწყვიტა, საქართველოს პარლამენტთან კონტაქტი შეწყვიტოს. ამის შესახებ ის X-ზე წერს.
„შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა კონტაქტი საქართველოს პარლამენტთან.
ჯგუფი ეწინააღმდეგება ახალი პრეზიდენტის არაკონსტიტუციურ დანიშვნას და მოითხოვს საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ”, – წერს გეტბერგი.
. პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.