არმაზ ახვლედიანი - გახარიამ 10:0 მოუგო „ქართულ ოცნებას“ - ივანიშვილმა ტერორი უნდა შეწყვიტოს, თორემ პოლიტიკური, სამოქალაქო, სახელმწიფოებრივი მუშტი ისე მოხვდება, რომ გონს ვერასდროს მოვა
გახარიამ 10:0 მოუგო ამ ნაძირალა ხელისუფლებას - მას არ პატიობენ იმას, რომ ამბობს, მხოლოდ კონსტიტუციური გზით შეიძლება ქვეყანაში ამ აღვირახსნილი უსამართლობის დასრულება. ამიტომ მას ასე უპასუხეს. გახარიას ხელი გაარტყა არა იქ მყოფმა ვიგინდარა დეპუტატმა, ან კიდევ სხვამ, არამედ თავად ივანიშვილმა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
არმაზ ახვლედიანის თქმით, არსებული ვითარებიდან გამოსავალი მდგომარეობს “პოლიტიკური პატიმრების“ გათავისუფლებაში და ახალი არჩევნების ჩატარებაში.
„ჩვენ დღეს საქმე გვაქვს ივანიშვილის სახით კრიმინალურ დაჯგუფებასთან, რომელმაც ყველაფერი იკადრა და კიდევ ყველაფერს იკადრებს. გახარიას რაც შეეხება, ვიტყოდი, რომ გახარიამ 10:00 მოუგო ამ ნაძირალა ხელისუფლებას. მე მისი მხარდამჭერი არ ვარ, მაგრამ ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა, რომ ამ ნაძირალებისგან განსხვავებით გახარიამ შეძლო, რომ გაეაზრებინა საკუთარი წილი პასუხისმგებლობა მაშინ, როცა ის მთავრობაში ხელმძღვანელი იყო და შს მინისტრი იყო. ამათგან განსხვავებით არა უბრალოდ გაემიჯნა ამ მოძალადე რეჟიმს, არამედ დღეს, მისი პოზიციონირება, მისი განცხადებები, მის მოქმედება არის ნამდვილად სწორი და სწორედ ამას არ პატიობენ გახარიას. მას არ პატიონებ იმას, რომ ის ძალადობას კი არ მოითხოვს, არამედ ყოველთვის, ზოგჯერ შეიძლება ვიღაცისთვის შემაწუხებლადაც ამბობს, რომ მხოლოდ კონსტიტუციური გზით შეიძლება ქვეყანაში ამ აღვირახსნილი უსამართლობის დასრულება, მაგრამ მას ასე უპასუხეს. გახარიას ხელი გაარტყა, არა იქ მყოფმა ვიგინდარა დეპუტატმა, ან კიდევ სხვამ, არამედ თავად ივანიშვილმა. ის გახლავთ დღეს საქართველოში კრიმინალური ხროვის შემოქმედი და ხელმძღვანელი. ზუსტად ვიცი, რასაც ვამბობ. დღეს ყველა საფრთხეში ვართ“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
გარდა ამისა, ახვლედიანის თქმით, რაც გაუკეთეს გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ „ე.წ. წითელი ხაზი აღარ არსებობს ივანიშვილის კრიმინალური დაჯგუფებისთვის“. ამიტომ, მისივე თქმით, საპროტესტო მოძრაობა უნდა გადავიდეს ახალ ეტაპზე, რადგანაც, ახვლედიანის მოსაზრებით, ფაქტია, რომ ივანიშვილი არა თუ არ გააჩერებს ტერორის მანქანას, არამედ გააძლიერებს. მისი თქმით, გამოსავალი პატიმრების გათავისუფლება ახდა ახალი არჩევნების დანიშვნაში მდგომარეობს.
„რაც უფრო მეტად ათამაშებს ამ ვაი კუნთებს, მით უფრო მეტად ადასტურებს თავის უსუსურობას, უსამართლობას და იმას, რომ მისი დრო ამოწურულია. მას აქვს ერთადერთი შანსი - არ მგონია, ეს ნებით გააკეთოს, მაგრამ შანსი აქვს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, მძევლები, შეწყვიტოს ტერორი და დანიშნოს ახალი არჩევნები, თორემ ეს პოლიტიკური, სამოქალაქო, სამართლებრივი, სახელმწიფოებრივი მუშტი ისე მოხვდება ივანიშვილს , რომ გონს ვერასდროს ვეღარ მოვა, ასევე მის ამ პოლიტიკურ კრიმინალურ ხროვას. ამიტომაც ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ, რომ დღეს, ამ კუნთებით თამაში არის სასოწარკვეთის, განწირულობის დემონსტრირება, დემონსტრირება იმისა, რომ სიმართლეს ვერაფერს უპირისპირებს. დღეს, რასაც წყობიდან გამოჰყავს ივანიშვილი და მისი ეს კრიმინალური დაჯგუფება, ეს არის უწყვეტი პროტესტი“, - განაცხადა ახვლედიანმა.
გარდა ამისა, მან ისაუბრა15 იანვარს შემდგარ საყოველთაო გაფიცვაზე. ახვლედიანის თქმით, ეს გაფიცვა მხოლოდ გაფრთხილება იყო და სხვა, უფრო დიდი გაფიცვა და დაუმორჩილებლობა წინ არის.
„და როდესაც ისინი დაგვცინიან, იცით, რა გამახსენდა გიორგი გახარიას, მზია ამაღლობელის და გუშინდელი დაცინვის შემთხვევაშიც? მათ და ყველას ვეტყოდი, რომ „ვირის წიხლი არ უნდა გეწყინოს“. ამათგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს. თავიანთი დაცინვით შეურაცხყოფას აყენებენ ქართული სახელმწიფოს, იდეას - ჰუმანურობას, ადამიანურობას, მოქალაქეებს და მომავალ თაობას“, - განაცხადა ახვლედიანმა.
ამასთან, მისი თქმით, გამოსავალი მდგომარეობს იმაში,რომ სწორი პოლიტიკური დღის წესრიგი შემოვიდეს.
„ჯერჯერობით ჩვენ ეს დღის წესრიგი ვერ შევქმენით, უნდა ვაღიაროთ. საზოგადოება რომ ასეთი შეგნებით აპროტესტებს, ეს დიდებულია, მაგრამ საკმარისი არ არის. საჭირო და გადაუდებელია ის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შეიქმნას - პირველი, არსებულ პოლიტიკურ სპექტრთან ერთად, რომელიც საჭიროებს მნიშვნელოვან, ფუნდამენტურ განახლებას,განწმენდას, ამ სიტყვასაც ვიტყოდი, გასხვლას. უნდა შეიქმნას ახალი დემოკრატიული პოლიტიკური სივრცეები. როგორც ჩანს, დღეს ეს არის არა უბრალოდ დროის მოთხოვნა, არამედ სასიცოცხლოდ აუცილებელი მოცემულობა, რომლის გარეშეც ჩვენ ვერ შევძლებთ მომდევნო სწორი ნაბიჯების გადადგმას“, -განაცხადა ახვლედიანმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.