Jump to content
Planeta.Ge

Mercedes Benz-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს


გერმანულმა ავტოკონცერნმა Mercedes Benz-მა ოფიციალურად განაცხადა რუსეთიდან გასვლისა და ადგილობრივ ბაზარზე არსებული შვილობილი კომპანიის წილების გასხვისების თაობაზე, მათ შორის საუბარია პოდმოსკოვიეში მდებარე ავტოქარხანაზე.

სააგენტო Reuters-ი ციტირებს კონცერნის პრესმდივანს, რომლის თქმითაც, ეს არ შეეხება რუსულ საწარმო Камаз-ში არსებულ წილებს, ვინაიდან წლის ბოლოსთვის, გეგმის მიხედვით, ის Daimler Truck-ს გადაეცემა.

რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ჰოლდინგი Автодом-ი, როგორც Mercedes Benz-ის წილების ახალი მფლობელი, საწარმოო პარტნიორების სახით სხვა კომპანიების მოზიდვას შეძლებს პოდმოსკოვიეში მდებარე ავტოქარხნის ბაზაზე ერთობლივი წარმოების ორგანიზებისთვის.

"ინტერფაქსის" თანახმად, უწყება გეგმავს კომპანიას პარტნიორის შერჩევაში დაეხმაროს.

თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის ფართო მასშტაბის აგრესიის დაწყების შემდეგ, ათასზე მეტმა საერთაშორისო კომპანიამ შეწყვიტა ან შეაჩერა რუსეთში საქმიანობა, 320 კომპანიამ კი მთლიანად დატოვა რუსეთის ბაზარი.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...