Jump to content
Planeta.Ge

აშშ-მა უკრაინას პირველად გადასცა NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ორი ერთეული


აშშ-მა უკრაინას გადასცა პირველი ორი ერთეული NASAMS-ის საშუალო რადიუსის მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემა, ამის შესახებ კომპანია Raytheon Technologies-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გრეგ ჰეისმა განაცხადა CNBC-სთან ინტერვიუში.

"რამდენიმე კვირის წინ ჩვენ აშშ-ის მთავრობას გადავეცით ორი სისტემა. დღეს მათ უკრაინაში განალაგებენ", - აღნიშნა ჰეისმა.

აშშ-ის ხელისუფლებამ დაამტკიცა კიევისათვის ორი ერთეული NASAMS-ის, მაგრამ არა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. მათ შესახებ მოლაპარაკებები, ჰეისის თქმით, რეგულარულად ტარდება, თუმცა საბოლოო სიტყვა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა თქვას.

12 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ტვიტერზე დაწერა, რომ დაიწყო საჰაერო დაცვის ახალი ეპოქა.

„IRIS-T-ები გერმანიიდან უკვე აქ არის, NASAMS-ები აშშ-იდან მოდის. ეს მხოლოდ დასაწყისია. მეტი გვჭირდება. ეჭვი არ არის, რუსეთი ტერორისტი სახელმწიფოა და უკრაინის თავზე ცის დაცვა მორალური იმპერატივია, რომ ჩვენი ხალხი გადავარჩინოთ“, - დაწერა ტვიტერში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

 

NASAMS-ის საშუალო რადიუსის მოქმედების მობილური საზენიტო-სარაკეტო სისტემა განკუთვნილია საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად დაბალ და საშუალო სიმაღლეზე ნებისმიერი ამინდის პირობებში. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ადრე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აპირებს, უკრაინას მიაწოდოს ამ თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემის რვა ერთეული, როგორც უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ნაწილი.

ამჟამად ამერიკულ NASAMS-ებს იყენებს 12 ქვეყანა: აშშ, ნორვეგია, ფინეთი, ესპანეთი, ნიდერლანდი, ომანი, ლიეტუვა, ინდონეზია, ავსტრალია, კატარი და უნგრეთი. ამ სიას უკვე უკრაინაც დაემატა.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...