ბერდია სიჭინავა - გიორგი გახარიაზე თავდასხმა მომენტალურად მოხდა მაშინ, როცა ის სასტუმროში შედიოდა, თავდასხმა რამდენიმე წუთის განმავლობაში ხდებოდა, თუმცა სასტუმროს დაცვის სამსახური არ ჩარეულა - გახარია ჯერ არ გამოკითხულა
„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, პარტიის ლიდერ გიორგი გახარიაზე თავდასხმა „მომენტალურად მოხდა მაშინ, როდესაც ის სასტუმროში შედიოდა“.
სიჭინავას თქმით, გახარიას შენობის შესასვლელში 10-მდე ადამიანი დახვდა.
ყოფილი პრემიერის თანაგუნდელი ამბობს, რომ გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმა რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარებდა, თუმცა სასტუმროს დაცვის სამსახური კონფლიქტში, მისი განეიტრალების მიზნით, არ ჩართულა.
ის ასევე აღნიშნავს, რომ გახარია ჯერჯერობით არ გამოკითხულა.
„რამდენიმე თავდამსხმელის ვინაობა ჩვენთვის ცნობილია, თუმცა ველოდებით კონკრეტული გამოძიების შედეგებს. ეს ადამიანები უნდა გამოძვრნენ საკუთარი სოროებიდან და საკუთარი პირით უნდა აღიარონ დანაშაული, ორგანიზებული თავდასხმა, რომელიც გიორგი გახარიას მოუწყვეს,“ - განაცხადა სიჭინავამ.
ამასთან, „გახარია საქართველოსთვის“ წევრი აღნიშნავს, რომ მისი ინფორმაციით, გიორგი გახარიას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, ზვიად ქორიძე არ უნახავს.
ცნობისთვის, „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.