Jump to content
Planeta.Ge

საქართველოში საფრანგეთის ელჩი - პრესის თავისუფლება დემოკრატიის ხერხემალია, მედიის მუშაკები დაცულები უნდა იყვნენ


პრესის თავისუფლება დემოკრატიის ხერხემალია საქართველოსა და ყველგან, -ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF), განცხადებას აზიარებს.

„მედიის მუშაკები დაცულები უნდა იყვნენ და არა თავდასხმის სამიზნეები,“ - წერს ელჩი.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აცხადებს, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მოითხოვს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის და ამავე მედია საშუალების ოპერატორის, გურამ მურვანიძის დაუყოვნლებლივ გათავისუფლებას და მათი დაკავების გარემოებების მიუკერძოებელ გამოძიებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...