"გახარია საქართველოსთვის" - რეჟიმის რეპრესიები უკვე ყველა სფეროს და პროფესიას შეეხო, გვყავს ათეულობით სინდისის პატიმარი, უკვე დამოუკიდებელი ჟურნალისტიც!
რეჟიმის რეპრესიები უკვე ყველა სფეროს და პროფესიას შეეხო, გვყავს ათეულობით სინდისის პატიმარი, უკვე დამოუკიდებელი ჟურნალისტიც!-ასე აფასებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდებას.
პარტიის განცხადებით, რეპრესიების მასშტაბურობა მიუთითებს პროტესტის მასშტაბურობაზე, რასაც რეჟიმი თავისი რესურსებით ფიზიკურად ვერ გასწვდება.
„ახალგაზრდებზე სისტემური, სასტიკი ძალადობისთვის არც ერთი პირი დღემდე დასჯილი არ არის. რეჟიმის რეპრესიები უკვე ყველა სფეროს და პროფესიას შეეხო, გვყავს ათეულობით სინდისის პატიმარი, უკვე დამოუკიდებელი ჟურნალისტიც! რეპრესიების მასშტაბურობა მიუთითებს პროტესტის მასშტაბურობაზე, რასაც რეჟიმი თავისი რესურსებით ფიზიკურად ვერ გასწვდება. გამარჯვება არის გარდაუვალი!“,-აღნიშნავს პარტია „საქართველოსთვის“.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.