Jump to content
Planeta.Ge

ოთარ ქინქლაძეს დღეს 100 წელი შეუსრულდებოდა


პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწესა და დამსახურებულ ჟურნალისტს, ოთარ ქინქლაძეს დღეს 100 წელი შეუსრულდებოდა.

სხვადასხვა წლებში ოთარ ქინქლაძე იყო საქართველოს კინემატოგრაფიის მინისტრი, შ.რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორი, განათლების მინისტრი, აგრეთვე ჟურნალ „დროშის“ მთავარი რედაქტორი.

მას დიდი ღვაწლი მიუძღვის თბილისის იპოდრომის ბაზაზე, განათლების სამინისტროს საცხენოსნო სპორტული სკოლის ჩამოყალიბებაში, რის გამოც ამ სკოლას მისი სახელი აქვს მინიჭებული.

მისი სახელობისაა განათლების სამინისტროს მასწავლებელთა დახელოვნებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრალური ინსტიტუტის პედაგოგიკის კათედრა. ოთარ ქინქლაძე დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...