Jump to content
Planeta.Ge

„ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს ბრალი წარედგინა - ჟურნალისტი დუმილის უფლებას იყენებს


„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ბრალი წარედგინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ განუცხადა, მას ბრალი 353-ე პრიმა მუხლით წარედგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მისივე თქმით, მზია ამაღლობელი დუმილის უფლებას იყენებს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. დაცვის პოზიცია სასამართლო სხდომაზე გახდება ცნობილი“, - განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.

შეგახსენებთ, „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

 

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...