Jump to content
Planeta.Ge

შსს-ს ინფორმაციით, რესტორან "ბაბილოსთან" საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 9 პირია დაკავებული


თბილისში, რესტორან "ბაბილოსთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 9 პირი დააკავეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით, დაკავებულია 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული.

შეგახსენებთ, რესტორან „ბაბილოსთან“ აქცია დაახლოებით 15:00 საათიდან მიმდინარეობს, იმ დროიდან, რაც რესტორანში მოსამართლეებმა დაიწყეს შეკრება. რესტორანში კორპორაციული წვეულება მიმდინარეობდა. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა. ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული რაოდენობის მობილიზება გახდა საჭირო, მათ შორის ტერიტორიაზე განლაგდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები. საბოლოოდ მოსამართლეებმა რესტორანი საპოლიციო კორდონის საშუალებით დატოვეს.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...