Jump to content
Planeta.Ge

გახარია: "ახალგაზრდების საპატიმროში დატოვება მოსალოდნელი იყო - ივანიშვილს ისინი მძევლად ჰყავს აყვანილი და ვაჭრობს"


"ახალგაზრდების საპატიმროში დატოვება მოსალოდნელი იყო, რადგან პერსონალურად ივანიშვილის ისინი მძევლად ჰყავს აყვანილი" - ამის შესახებ განცხადება "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. 

ყოფილი პრემიერი დარწმუნებულია, რომ ევროპული მომავლის მცველების უკანონოდ დაკავებითა და მათი გისოსებს მიღმა გამოკეტვით ბიძინა ივანიშვილი ვაჭრობს. 

"(ივანიშვილი) ფიქრობს, რაც უფრო დაამძიმებს ამ საკითხს, უფრო მეტ სარგებელს მიიღებს" - აღნიშნავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და იქვე ამატებს, რომ მიმდინარე პროცესებმა კარგად გამოააშკარავა, სად დგას სიკეთე, სად ბოროტება. 

დღევანდელ დღეს რაც შეეხება და უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდების საპატიმროში დატოვების საკითხს, ეს მოსალოდნელი იყო, სამწუხაროდ, რადგან რეჟიმს და პერსონალურად ივანიშვილს ეს ადამიანები მძევლად ჰყავს აყვანილი და ისინი ჯერ კიდევ სჭირდება "გლობალური ომის პარტიასთან" სავაჭროდ. ეს ადამიანები უბრალოდ სჭირდება და რაც უფრო დაამძიმებს ამ საკითხს, ფიქრობს, რომ უფრო მეტ სარგებელს მიიღებს. საოცრად აღფრთოვანებული დავრჩი იმ პოზიტიური სულისკვეთებით, რომელიც ამ პროცესში გამოჩნდა. ძალიან კარგად გამოჩნდა, სად არის თეთრი, სად შავი, სად სიკეთე, სად ბოროტება. ადამიანები, რომლებიც გამოკეტილი იყვნენ, პოზიტიური სულისკვეთებით იყვნენ სავსე", - ამბობს გიორგი გახარია. 

ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში მყოფი დაკავებულების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ხმაურით შეხვდნენ.

საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობდა. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე. 

აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

 
 
 
 
 
tv pirveli

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...