Jump to content
Planeta.Ge

კრემლის პროპაგანდისტი სიმონიანი აცხადებს, რომ სომხეთში ჩასვლა აუკრძალეს


რუსეთის პროპაგანდისტული ტელეარხის, Russia Today-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი აცხადებს, რომ სომხეთში ჩასვლა აუკრძალეს. სიმონიანმა ეს ინფორმაცია ტელეგრამით გაავრცელა.

კრემლის პროპაგანდისტი გამოეხმაურა რუსეთის დუმის დეპუტატის, „მრავალი წლის განმავლობაში სომხეთის გააფთრებული მხარდამჭერის“, კონსტანტინ ზატულინისთვის სომხეთში ჩასვლის აკრძალვას.

სიმონიანი წერს, რომ ზატულინს ჩასვლა აუკრძალა „სომხეთის ამჟამინდელმა უფროსმა“ და დასძენს: „სხვათა შორის, მეც“.

 

რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა 25 ოქტომბერს ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა სომხეთის პარლამენტიდან მიღებული წერილი, რომ სომხეთის შესახებ მისი ბოლოდროინდელი საჯარო გამონათქვამები ზიანს აყენებს სომხეთის და რუსეთის მეგობრული და სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარებას და სომხეთში მისი ჩასვლა სასურველი არ არის. რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს სომხეთის პარლამენტში დაუდასტურეს, რომ ზატულინს მსგავსი წერილი გაუგზავნეს.

დუმის დეპუტატ ზატულინს, რომელიც ბოლო ხანს, სომხეთის ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს, ერევანში მონაწილეობა უნდა მიეღო რუსეთის და სომხეთის საზოგადოების წარმომადგენელთა არაფორმალური პლატფორმის, "ლაზარევის კლუბის" შეხვედრაში.

რაც შეეხება მარგარიტა სიმონიანისთვის სომხეთში ჩასვლის აკრძალვას, სომხეთის ხელისუფლებას ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...